LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე ფერმა ახმეტაში – სახელმწიფოს დახმარებით „დორანი ფერმა“ გაიხსნა

700
55549680_1258153457666453_2477058315645878272_n

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმადორანი ფერმასახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტისფარგლებში აშენდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 6,905,250 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 1,336,500 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.

ფერმა დღეში 1,5 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. „დორანი ფერმა“-ში მუდმივად 11 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 8 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს HACCP-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აღებას.

ცნობისთვის, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 190 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g