LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ქართული რძის ნაწარმი რუსეთში ექსპორტზე არ გავა საქართველო არაფერს არ დაკარგავს, რადგან არც მანამდე არ ხორციელდებოდა რუსეთთან იმპორტი და ექსპორტი: კახაბერ კონიაშვილი

197
koniash

„რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ კონიაშვილი, „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემის“ სტუმარი იყო, რომელმაც საქართველოდან რუსეთში რძის პროდუქტის შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი განმარტებით, მის ასოციაციაში შემავალი კომპანიები მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, უარს აცხადებენ რუსეთში პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით.

როგორც კახაბერ კონიაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას განმარტა, სურსათის ეროვნული სააგენტო 2020 წლიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთთან, რათა საქართველოდან რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტი განხორციელებულიყო, თუმცა რუსეთს ემბარგო ჰქონდა დაწესებული.

კონიაშვილი განმარტავს, თუ ქართული რძის ნაწარმი რუსეთში ექსპორტზე არ გავა, არც ექსპორტის და არც იმპორტის თვალსაზრისით, საქართველო არაფერს არ დაკარგავს, რადგან არც მანამდე არ ხორციელდებოდა რუსეთთან რძის ნაწარმის იმპორტი და ექსპორტი.

„რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში“ შემავალი კომპანიები, რომლებიც ქართული რძის მრეწველობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ, არ აპირებენ, რომ რუსეთის ბაზარზე ამ ვითარებაში ექსპორტზე იფიქროს.

წლებია, ბევრ ქართულ პროდუქციაზე რუსეთის მხარეს ემბარგო ჰქონდათ დაწესებული და ჩვენი პროდუქცია რუსეთში არ შედიოდა.

თავად ის ფაქტი, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაწყებული ჰქონდა მოლაპარაკებები რუსეთთან რძის პროდუქტების ექსპერტთან დაკავშირებით, ეს კარგი ფაქტი იყო, რადგან მაშინ არც ომზე ფიქრობდა არავინ და არც იმ სიტუაციაზე, რაც დღევანდელ რეალობაში არსებობს. თუმცა, დიდი იმედები არც ხელისუფლებას და რძის პროდუქტების მწარმოებელ ინდუსტრიას არ ჰქონდა, რომ რუსეთი ამ ბაზარს გახსნიდა.

დღესდღეობით გაუჭირდათ რუსებს და მთელი რიგი ქვეყნებისთვის გახსნეს ეს ბაზარი. ეს არის მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება და არა საქართველოს მხრიდან. 

არც ექსპორტის და არც იმპორტის თვალსაზრისით, თუ ქართული რძის ნაწარმი რუსეთში ექსპორტზე არ გავა საქართველო არაფერს არ დაკარგავს, რადგან არც მანამდე არ ხორციელდებოდა რუსეთთან არც იმპორტი და არც ექსპორტი. 

იმავე პერიოდში, რა პერიოდშიც დაიწყო რუსეთის ფედერაციასთან და სხვა ქვეყნებთან, დაიწყო ასევე მუშაობა უკრაინასთანაც, რომ მათაც გაეხსნათ ქართული რძის პროდუქტებისთვის ბაზარი. უკრაინაში ქართული რძის პროდუქტები არ შედიოდა. იმპორტის კუთხით უკრაინიდან შემოდიოდა სხვადასხვა ​სახის რძემჟავა პროდუქტები, როგორიც არის არაჟანი, იოგურტი, კარაქი, სპრედები და ა.შ. თუმცა საერთო მოცულობაში ამას ძალიან მნიშვნელოვანი წილი არ ეჭირა.

აქაც დიდი სირთულეს ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ დროის ამბავია და კომპანიები გადაეწყობიან სხვა ბაზრებზე, საიდანაც განხორციელდება პროდუქციის იმპორტი“, – განაცხადა კახაბერ კონიაშვილმა.

პოპულალურები