LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში რძის დეფიციტია, აბსურდზე კამათობს ხალხი“ – ქართველი ბიზნესმენი

105
rdze-da-yveli-ruseebs-w-h

რუსეთი 30 წლით უკან დაიხევს, რუსმა ხალხმა უკვე იგრძნო უკანსვლა – ამის შესახებ ქართველმა ბიზნესმენმა, ბრენდ „ბიუბიუს“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ გადაცემაში – Forbes კვირა ისაუბრა. ასე გამოეხმაურა ის დასავლეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ასევე საერთაშორისო კომპანიების გადაწყვეტილებას, დატოვონ რუსეთი.

ვაშაკიძე რუსეთის გადაწყვეტილებაზეც აკეთებს კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ოკუპანტმა ქვეყანამ გადაწყვიტა, ქართული რძის პროდუქტები საკუთარ ბაზარზე დაუშვას.

„აბსურდზე კამათობს ხალხი, ჩვენი რძის რესურსით ჩვენივე მოთხოვნის 5%–საც კი ვერ ვაკმაყოფილებთ“, – ამბობს ვაშაკიძე. მისი განმარტებით, საქართველოში რძის დეფიციტია, ხოლო რაც იმპორტირებულია, იმპორტირებულია რუსეთიდან, ან ბელარუსიდან, ისიც რძის ფხვნილის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაშაკიძე ფიქრობს, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანაზე ღელვა არ ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები