LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამშრომლების დაინფიცირების გამო, ამერიკულმა ავიაკომპანიებმა 200-ზე მეტი ავიარეისი გააუქმეს

250
covid-19-apr20-featured

ამერიკულმა ავიაკომპანიებმა 200-ზე მეტი რეისი გააუქმეს. მიზეზი მათ თანამშრომლებს შორის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდაა. Reuters-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ავიაკომპანიებს: United Airlines-სა და Delta Air Lines-ს.

აღსანიშნავია, რომ United Airlines-მა პარასკევს დაგეგმილი 120 ავიარეისი, Delta Air Lines-მა კი – 90 ავიარეისი გააუქმა.

როგორც ავიაკომპანიებში ამბობენ, „ომიკრონის“ შემთხვევების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია მათი ეკიპაჟების წევრებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ავიაკომპანიების ოპერაციებს მართავენ, შესაბამისად, ზოგიერთი ფრენა გაუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები