LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტანსაცმელ შემოხეული მოვიდა, ნახავდით რამდენი კაცი შეესია“ – რას წერს ლევან გოგიჩაიშვილის გათავისუფლების შემდეგ მისი მეუღლე

526
988d4bf8-644c-44c1-9aa7-b28fdd1bc59c

მეუღლის, ლევან გოგიჩაიშვილის გათავისუფლების შემდეგ ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ბუკია საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ლევანი კარგადაა, ახლა ვესაუბრე, მას ისევ რუსთაველზე ნახავთ. მოვიდა საღ-სალამათი, მაგრამ ტანსაცმელ-შემოხეული. ნახავდით რამდენი კაცი შეესია.

მადლობა მხარდაჭერისთვის, მერიდება კიდეც ლევანზე საუბარი, ამდენი უსამართლოდ დაკავებული პატარა ბიჭების და მოშიმშილეების ფონზე. აუცილებლად გავიმარჯვებთ, ვერაფერს ივანიშვილი ვერ გახდება. დღევანდელი დღე იყო მაინც ძალიან ლამაზი: რუსთაველზე მივედი და ჩემი თვალით ვნახე ხალხმა როგორ გაყარა თვითმარქვია პოლიცია. ასე გავდევნით რეჟიმს ამ ქვეყნიდან,“ – წერს ვიკა ბუკია.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი თავისუფალია

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, თავისუფალია.

გოგიჩაიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.

10 თებერვალს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g