LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ თაობას კობახიძის თანამდებობა ძალიან ძვირი დაუჯდა, გახარიასი კიდევ უფრო მძიმე – ხიდაშელი

142
xidasheli gaxariaze

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში აქციაზე გადაღებული მისი შვილების ფოტოს აქვეყნებს.

ხიდაშელი წერს, რომ ამ თაობას კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება ძალიან ძვირი დაუჯდა, ხოლო გახარიას თანამდებობისთვის მოთხოვნილი ფასი კიდევ უფრო მძიმე, ამორალური და უზნეო აღმოჩნდა.

“ეს ჩემი შვილები არიან ოკუპაციის და რუსული ოცნებების წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტზე, თავისუფლების და სამოქალაქო მშვიდობისთვის.

ამ თაობას კობახიძის თანამდებობა ძალიან ძვირი დაუჯდა, უმძიმესი 20 ივნისის ღამე. სულ ვკითხულობდი რა ფასს გადაგვახდევინებს ხელისუფლება გახარიას სკამისთვის-თქო. ხოდა მისი თანამდებობისთვის მოთხოვნილი ფასი კიდევ უფრო მძიმე, უფრო ამორალური და უზნეო აღმოჩნდა:

კონტრაქცია საკუთარ მოსახლეობასთან

კონტრაქცია საკუთარი შვილების წინააღმდეგ

სამოქალაქო დაპირისპირება

ორად გახლეჩილი რუსთაველის გამზირი

სრული სიმბოლიზმისთვის კიტოვანიც ადგილზე ყოფილა

 

ასლან აბაშიძის შემდეგ გახარიამ მოიფიქრა, მოიწადინა და შეასრულა. თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეს ბოლოა და ამის იქით კიდევ უფრო არ გააღრმავებს უფსკრულს ??

არადა კი ვერ მოერევიან, როგორც ჩვენ ვერ მოგვერივნენ მაშინ, მაგრამ სულ მუდამ ერთი და იგივე კითხვა დგას: კიდევ რამდენმა მთავრობამ უნდა მოითხოვოს საკუთარი შვილებისგან თავისუფლებისთვის თავგანწირვა?,” – წერს თინა ხიდაშელი.

ნახეთ, 20-21 ივნისის ქრონოლოგია: აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g