LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში.. ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე ვდგავართ“ – 24 ნოემბერს, თბილისში ქალთა მარში გაიმართება

128
emigr (2)

თბილისში, 24 ნოემბერს, ქალთა მარში გაიმართება.

როგორც მარშის ორგანიზატორები აცხადებენ მსვლელობა თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება და დასრულდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან.

მარშის ორგანიზატორები ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი (“კოალიცია ცვლილებებისთვის”, “კოალიცია ძლიერი საქართველო”, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, პარტია ,,საქართველოსთვის”) არიან.

„ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი იძულებით არ ჰყავდეს საზღვარგარეთ წასული. სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო ოჯახები გახლეჩილია: მშობლებს შვილები ენატრებათ, შვილებს – მშობლები. თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში.

გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე. ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.

24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის (“კოალიცია ცვლილებებისთვის”, “კოალიცია ძლიერი საქართველო”, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, პარტია ,,საქართველოსთვის”) ორგანიზებით, გელით ქალთა მარშზე.

შემოგვიერთდი, თან წამოიღე ისეთი ჩემოდანი ან დიდი ჩანთა, რომელსაც შეელევი. მარში დასრულდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან, პერფორმანსით.

გელით! ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო!”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g