LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება

93

„ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება,“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, განაცხადა.

„აუცილებელია ეს ყველაფერი გაკეთდეს და მოწესრიგდეს. მივესალმები ქალაქის მერის ამ განცხადებას თბილისთან დაკავშირებით. პირველ რიგში, რეგიონებში რასაც ვიზამთ არის ის, რომ აუცილებლად შემოვიღებთ ამ რეგულაციებს საკურორტო ზონებში. წელს კატასტროფა ხდებოდა ბაკურიანში. მთელი საქართველოდან ტაქსები ბაკურიანში იყო ასული. ერთ დამსვენებელზე ამდენი ტაქსი საჭირო ნამდვილად არ იყო. აქედან გამომდინარე, ეს რეგულაციები აუცილებლად მოხდება და მოხდება სწრაფად,“ – განაცხადა ალავიძემ.

ალავიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორი იქნება ეს სავალდებულო რეგისტრაცია.

თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g