თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ პირს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ე.გ-მ 2019 წლის 26 ივლისს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მისსავე ავტომობილში ბრიტანეთის მოქალაქე თ.ჯ გააუპატიურა. შემთხვევა გასული წლის ზაფხულში, ღამის საათებში მოხდა. პოლიციამ ის მეორე დღესვე 2019 წლის 27 ივლისს დააკავა.
მძღოლს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137- მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.