რა თქმა უნდა, ტაქსის მომსახურებით ყველა სარგებლობს, თუმცა ცოტამ თუ იცის რამდენად განსხვავდება ამგვარი სერვისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გთავაზობთ ნაციონალური ტაქსის იმ თავისებურებებს, რომელთა ცოდნა აუცილებლად გამოგადგებათ უცხო ქალაქში მოგზაურობისას.
არაბეთის გაერთიანებული ემირატები, “ქალბატონების ტაქსი” – გაერთიანებულ ემირატებში სუსტი სქესის წარმომადგენლებს მგზავრობის საკუთარი სერვისი აქვთ. “ქალბატონების ტაქსის” პოვნა ყველგან შეიძლება ხალხმრავალი ადგილების ჩათვლით, რადგან ავტომობილის ვარდისფერი სახურავი და მძღოლის უნიფორმა სწრაფად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. სხვათაშორის მომსახურებით, რომელსაც Ladies And Families Taxi ჰქვია, მამაკაცებსაც თავისუფლად შეუძლიათ სარგებლობა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქალბატონებს უწევენ კომპანიონობას. ტაქსის სადგომი მეტწილად აეროპორტებთან, საავადმოყოფოებთან და სავაჭრო ცენტრებთანაა მოწყობილი, თუმცა ტელეფონით შეიძლება გამოძახებაც, მგზავრობა კი, 1 კილომეტრზე 0,5 დოლარი დაგიჯდებათ.