LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსიში, საბაგიროებსა და სანაოსნო ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა აიკრძალა

78
-თამბაქო-1525090713

ტაქსიში და მასთან ერთად, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს მოწევა ასევე აიკრძალა ავტომობილებში, როდესაც არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.

ამ მიმართულებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესა მემოსმენით – 80 ხმით (ერთი წინააღმდეგი) დაამტკიცა.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ტაქსის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 200-ლარიანი ჯარიმაა შემოღებული. მოწევის შემთხვევაში 50 ლარის ოდენობით კერძო ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდება, თუკი სატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.

magti 5g