LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თარგამაძე: შსს-დან არავინ დამკავშირებია

113

გუშინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯერ არ დამკავშირებიან, ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გივი თარგამაძემ, განაცხადა. მისი თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობისათვის მზად არის. რაც ეხება მოსაზრებას, თითქოს, თარგამაძის ავტომობილის აფეთქების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, ამ საკითხზე თარგამაძე კომენტარს არ აკეთებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ავტომობილი, გუშინ, “პირიმზეს” მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g