ტარიელ ხარხელაური ჟურნალ „გზას“ ესაუბრება:
„ერთმანეთის სიყვარული დავკარგეთ და ამიტომ ვართ ამ დღეში. როგორც ვახსენე, ჩვენ ხომ ყველაზე მეტად პატიება გვიჭირს. ძალიან მალე გავაღმერთებთ ადამიანს და შემდეგ, ერთი ფეხის გადაბრუნება ან განსხვავებული აზრის გამოთქმა და ისევე მალე ვესვრით ტალახს. ან კიდევ, თუ რამეში მეორეზე ძლიერი აღმოჩნდა, არც მაგას ვახარებთ, როგორ თუ ის პირველია, ჩემზე მეტად უყვართო… რჩეულს, რომელიც ზნეობრივი სიმაღლით ჩვენგან შორს დგას, ვეღარ ვიტანთ. ეს გუშინ არ დაწყებულა. ასე მგონია, მას შემდეგ მოგვყვება წყევლასავით,მ რაც სამოთხიდან გამოგვაგდეს…“
ტარიელ ხარხელაური: „მე ჯერ კაცობას ვსწავლობდი, სანამ სიყვარულს ვისწავლიდი“
