LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თარიღი დასახელდა – უკვე ცნობილია, როდის გაიხსნება წალკის კანიონზე, 240 მეტრის სიმაღლეზე გადაჭიმული მინის ხიდი

211
241041515-382833796549251-602255664365906748-n

„თქვენთან ერთად, მოუთმენლად ველოდებით წალკის კანიონზე, 240 მეტრის სიმაღლეზე გადაჭიმული მინის ხიდის გახსნას“, – ამის შესახებ კომპანია პროექტის განმახორციელებელ კომპანია KASS LAND-ში აცხადებენ. მათივე ცნობით, ხიდის გახსნამდე სულ რაღაც 136 დღე დარჩა.

შეგახსენებთ, წალკის, იგივე დაშბაშის კანიონის ნაწილი უკვე გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები წალკის კანიონზე არ შეჩერებულა. ამ ეტაპზე, დასრულებულია და გაიხსნა ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ, მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის შესახებ. ასევე მოეწყო კანიონში ჩასასვლელი ბილიკი, სიგრძით 1.5 კმ (ერთი გზა),  პანორამული გადმოსახედებით, საიდანაც კანიონის ულამაზესი ხედები იშლება.

როგორც იცით, საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე – წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. პროექტს ისრაელური კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოში, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდზე დაკიდებული შუშის კაფე-ბარის გახსნა გადაიდო

„მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, რაც კოვიდსიტუაციას უკავშირდება, ხიდის მასალების ჩამოტანა შეფერხდა"

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება.

წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვარიელებელს. კანიონი ქ.თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები