უფლებების დამცველმა ბაია პატარაიამ ახლახან სტატუსი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მსახიობ თათია სამხარაძემ, რომელიც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს, სასამართლო პროცესი მოიგო. შესაბამისად, ეს ფაქტი სასამართლოს მიერ აღიარებულია, რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თათია სამხარაძისთვის 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
თათია სამხარაძეს ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ულოცავენ. ჯერჯერობით უცნობია შალვა რამიშვილის რეაქცია.