ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელსაც სულ ახლახან ქორწილი ჰქონდა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
თათია საზოგადოებას მადლობას უხდის და წერს, რომ როცა ადამიანს სიყვარული სწყურია, ის მასთან აუცილებლად მივა.
„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ღმერთს! მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, არაჩვეულებრივი მეორე ნახევრობისთვის.
მადლობა ჩვენს შვილებს, მშობლებს,და-ძმას, ჩვენს ფანტასტიკურ მეგობრებს. მადლობა თქვენ მოლოცვისთვის და ამ სიხარულის გაზიარებისთვის. ერთხელ ვიბადებით და ამ ცხოვრების მთავარი მიზანი და საზრდო სიყვარული და ამ სიყვარულით გარშემო ადამიანების ტკბობაა. ნუ შეგეშინდებათ მკვეთრი ნაბიჯების და ნურც მარტოობის, სიყვარული აუცილებლად მოვა ჩვენთან, თუ ეს გრძნობა გვწყურია.
მადლობა არ დამელევა… მიყვარხართ ❤️
All you need is LOVE“ – წერს თათია შარანგია.
ვიდეო: თათია შარანგია დაქორწინდა – კადრები ულამაზესი ცერემონიალიდან