LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

162
Capture

ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადის ფინალში ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.

ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილმა სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ფინალში კი გრიგალაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეებრძოლება.

მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g