არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი ადასტურებს.
“როგორც ვიცი, ახლა ცხინვალიდან ახალგორისკენ. მათ გათავისუფლებაზე სატელეფონო შეტყბინებებიც იყო“, – აცხადებს თინიკაშვილი.
ცოტა ხნის წინ პავლიაშვილის ოჯახის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ.
ქუტაშვილი და პავლიაშვილი 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცეს.23 თებერვალს, გაამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.