LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TAV Georgia ბათუმის აეროპორტის გაფართოების პროექტის თანხას 17 მლნ დოლარამდე ზრდის

392
109777623-2995819493848824-3620872898817192901-o

TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის საერთო საინვესტიციო თანხას 17 მილიონ დოლარამდე ზრდის.

TAV Georgia -ს ინფორმაციით, მოფრენის ზონაში დასრულებულია საძირკვლის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები, რაც კოლონების და გადახურვის მოწყობას მოიცავს.

გაფრენის ზონაში ქვაბულის მოსაწყობად მიმდინარეობს საექსკავაციო სამუშაოები;

საბარგო ზონის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია;

სამგზავრო ტერმინალში მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების ახალი სისტემების მოსაწყობად, საკომუნიკაციო ქსელების განახლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g