LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებმა Airport Carbon Accreditation-ის სერტიფიკატების მიიღეს

120
111

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის TAV Georgia ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა Airport Carbon Accreditation Level 2 სერტიფიკატი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა Level 1 სერტიფიკატი მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ ორივე აეროპორტი აქტიურად მუშაობს CO2-ის ემისიების შესამცირებლად, შესაბამისად, ჩართულია სათბური აირების ემისიების მართვის მოწინავე პროგრამაში.

Airport Carbon Accreditation გლობალური სათბური აირების ემისიების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუციურად დამტკიცებული ერთადერთი პროგრამაა აეროპორტებისთვის. ის დამოუკიდებლად აფასებს აეროპორტების ძალისხმევას CO2 ემისიების მართვისა და შემცირების კუთხით, ასევე, არის აეროპორტისთვის სპეციფიკური სათბური აირების მართვის ერთადერთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ მეთოდოლოგიას ეყრდნობა.

 

პოპულალურები