LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TAV Georgia-ს პირველად ქართველი მენეჯერი უხელმძღვანელებს

189
20190619220216

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს თეა ზაქარაძე უხელმძღვანელებს. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, გენერალური მენეჯერის პოზიციაზე თეა ზაქარაძე 23 ივნისს დაინიშნა. 2005 წლიდან თეა ზაქარაძე კომპანიაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, ბოლო 10 წელი კი გენერალური მენეჯერის მოადგილის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, TAV Georgia TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g