შოკგადატანილ დორტმუნდის „ბორუსიას“ საფეხბურთო შოკიც ელოდა. ძალიან ყოჩაღმა და ღონიერმა ფრანგულმა „მონაკომ“ „ბორუსიას“ სამი გოლი გაუტანა და თავისთავად წყვილის ფავორიტად იქცა.
გერმანელებს მიზერული შანსი კაგავამ დაუტოვა, რომელმაც ანგარიში მინიმალურამდე შეამცირა და ახლა დორმტმუნდელებს ორი გოლიც ეყოფათ, ოღონდ თუ თავად არ გაუშვეს. ეს კი ამ „მონაკოსთან“ ურთულესი გასაკეთებელი იქნება. „თავადები“ შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და წარმატებაც ალალად დაიმსახურეს.
სხვათა შორის, პირველად მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში ორმა თინეიჯერმა გაიტანა. ფრანგთაგან ეს მბაპეა, ხოლო ბორუსიიდან დემბელე.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი სწორედ 18 წლის კილიან მბაპე დაასახელეს.
საპასუხო მატჩი მონაკოში 19 აპრილს გაიმართება.
„ბორუსია“ – „მონაკო“ 2:3 (0:2)
დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“, 65 849 მაყურებელი
„დორტმუნდი“: ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბენდერი (შაჰინი 46); გინტერი, კაგავა, ვეიგლი, შმელცერი (პულიშიჩი 46); დემბელე, გუერეირო; ობამეიანგი
„მონაკო“ (4-4-2): შუბაშიჩი; ტურე, გლიკი, ჟემერსონი, რაჯი; ბერნარდო სილვა (დირარი 66), ფაბინიო, მოუტინიო, ლემარი; ფალკაო (ჟერმენი 85), მბაპე
გოლები: 0:1 მბაპე (19), 0:2 ბენდერი (35, ა.გ), 1:2 დემბელე (57), 1:3 მბაპე (79), 2:3 კაგავა (84)
გამოუყენებელი პენალტი: ფაბინიო (17, ააცილა)
გაფრთხილება: სოკრატისი (16). გინტერი (40) – ჟემერსონი (46), ლემარი (58), დირარი (69), ფაბინიო (81), შუბაშიჩი (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 7 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 2:2