„მეფე ერეკლე ჩვენი ერის საამაყო მხედართმთავარი, ხელმწიფე და პირადად ჩემი საყვარელი ადამიანია და ალბათ მთელი საქართველოსი, განსაკუთრებულად კახელების“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
აღნიშნულით თავდაცვის მინისტრმა „ერეკლეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით თელავში, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
კულტურის სამინისტრო: ჩვენი ხელშეწყობით სამების ტაძრის ეზოში ერეკლე II-ის ბიუსტი დაიდგა
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ქართველ მეფეთა სკვერის“ მოწყობის პროექტი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში 2021 წელს დაიწყო.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ერეკლე II ყველასთვის საამაყო მეფე და მმართველი იყო.
„ის არის ვაჟკაცობის, გმირობისა და პატრიოტიზმის ყველაზე კარგი მაგალითი, რაც შეიძლება ჩვენ ისტორიაში ვისწავლოთ და ვასწავლოთ ჩვენ შემდეგ თაობებს.“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.