LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრი: სანამ ქვეყანა არის ოკუპანტი, ის არის მტერიც, ამას რად უნდა შეკითხვის დასმა?

137
ჯუანშერ ბურჭულაძე

„ფიქრობთ, მე მეშინია ვთქვა, რომ რუსეთი მტერია? ვთქვი, რომ ოკუპანტია“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ – არის თუ არა რუსეთი მტერი.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, „ოკუპანტი არის მტერიც“.

„ამასაც პასუხი გავეცი და თქვენ ისევ თქვენი ნარატივი გააგრძელეთ. რამდენჯერ უნდა გაგცეთ პასუხი. თავი დაანებეთ საბავშვო ბაღობანას. თქვენ ფიქრობთ, მე მეშინია ვთქვა, რომ რუსეთი მტერია? – ვთქვი, რომ ოკუპანტია, მე მეტი ვთქვი და ჩემი პასუხიც განვმარტე. ოკუპანტი არის მტერიც, თქვენ გგონიათ, თქვენ ხართ პატრიოტები და საქართველოში არის პირების წრე, თან დიდი, რომელიც ამას ასე არ აღიარებს?

სანამ ქვეყანა არის ოკუპანტი, ის არის მტერიც, რად უნდა ამას შეკითხვის დასმა? ვინ ვერ ჰპასუხობს..შემდეგი კითხვა რა გაქვთ, გითხრათ, მაგაზე რომ გიპასუხოთ? – აბა, შეაგინეო – იტყვით და ეს კრიმინალური აზროვნების ნაწილია“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები