LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო: გვიან ღამით, წულუკიძის ქუჩაზე ნაპოვნი ცხედარი სამხედროს ეკუთვნის

217
პოლიცია

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისში, 27 დეკემბერზე წულუკიძის ქუჩაზე ნაპოვნი ცხედარი სამხედროა. მათი თქმით, უწყება მწუხარებას გამოთქვამს ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო.

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო,“ – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ცნობით, პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

გვიან ღამით თბილისში კაცი მოკლეს | შსს-მ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

mazda magti 5g