ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და ღრმა მწუხარება გამოთქვა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რაჟდენ ლეთოდიანის გარდაცვალების გამო. სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
„სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე – სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ“, – ინფორმაციაში.
