LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

169
434241

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ვერტმფრენები საქართველოს თავდაცვის ძალებს ეკუთვნით.

„აღნიშნული მი-24 და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ჩატარდა.

შესაბამისად, აღნიშნული საფრენი აპარატები გადაადგილდებოდნენ თბილისიდან ახალციხის მიმართულებით და სწავლების დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან.

თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები