LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც  ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირებაა ასახული

98
თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც  ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირებაა ასახული.

როგორც უწყებაში ამბობენ, აღნიშნული ტექნიკა წარმოადგენს პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებას, რომელიც გეგმური ასეულის დონის საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა ქალაქ გორში.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რკინიგზის გამოყენებით აღნიშნულ პოლიგონზე წლებია გეგმური სწავლებების ფარგლებში ტექნიკის ტრანსპორტირება ხორციელდება.

თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელებისგან, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკას იწვევს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სწავლების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია 12 მაისს გაავრცელა.“– ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g