LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე – არიან დაღუპულები

9e9400b2ed804cbb80d99e4e8e92634d_18

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ ავტომატებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, შემდეგ კი ერთ-ერთმა პირმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ Aljazeera ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა.

ხელისუფლება მომხდარს ტერორიტულ აქტად აფასებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ლიბიაში დაპირისპირება კანონიერ მთავრობასა და სამხედრო დაჯგუფებებს შორის მას შემდეგ მიმდიანრეობს,  რაც დიქტატორი მოამარ კადაფი ჩამოაგდეს. ამერიკის ხმის ინფორმაციით, არეულობაა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც, სადაც ქვეყნის ნავთობის მარაგია კონცენტრირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g