ქაბულში მეჩეთზე თავდასხმის შედეგად ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 დაშავდა. ამის შესახებ ავღანური სააგენტო Tolo News ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ავღანელმა ძალოვნებმა ყველა თავდამსხმელი გაანადგურეს. შეტაკებები ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.