ბურკინა-ფასოში ეკლესიას თავს დაესხნენ. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. ბრიტანული ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოკლულია ექვსი ადამიანი. ბოროტმოქმედებმა კათოლიკურ ეკლესიას წირვის მიმდინარეობისას წაუკიდეს ცეცხლი.
„თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის მღვდელიც დაიღუპა“, – განაცხადეს პოლიციაში.
სამართალდამცავების ცნობით, ეკლესიაში მყოფი მორწმუნეები გაიქცნენ, ხოლო თავდამსხმელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
ეს ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მეხუთე თავდასხმაა ბურკინა-ფასოში, რომლის სამიზნეც ეკლესიაა.
