ამ დღეებში, რიანა და ASAP Rocky პარიზში დააფიქსირეს. წყვილის ვიზიტმა საფრანგეთის დედაქალაქში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან ის მათ ლოს-ანჯელესის სახლთან მომხდარი სროლის ინციდენტიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შედგა.
ბოლოდროინდელი უსაფრთხოების პრობლემების გათვალისწინებით ვრცელდება ინფორმაცია მათი საფრანგეთში შესაძლო გადასვლის შესახებ.
მოარული ხმები ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა აპრილის დასაწყისში გავრცელდა ცნობები, რომ წყვილი ქალაქ ეპინალში, უძრავი ქონების დათვალიერებით იყო დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში, რიანას ბევერლი ჰილში მდებარე სახლს რამდენჯერმე ესროლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ, ლოს-ანჯელესის პოლიციამ 35 წლის ივანა ორტიზი დააკავა, რომელსაც ბრალი მომღერლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს.
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი აქამდეც იყო დაკავებული, კერძოდ, ძალადობის მუხლით. ორტიზი 2023 წელს ბილი აილიშის კონცერტზე თავს უცნობ ადამიანებს დაესხა.