ცოტა ხნის წინ, ქეით ჰადსონმა თაყვანისმცემლები გააოცა, როდესაც მკვეთრად შეიცვალა იმიჯი და თმა გადაიპარსა – მიზეზად სიას ახალ კლიპში მონაწილეობა დასახელდა. პირველად, განსხვავებული ჰადსონის ნახვა გადასაღები მოედნიდან გავრცელებული კადრებიდან გახდა შესაძლებელი, ამჯერად კი, თავგადაპარსული მსახიობის ფოტოები მისმა მეგობრებმა გამოაქვეყნეს.
ერთ-ერთ ფოტოზე ქეითი ბოიფრენდთან, დენი ფუძიკავასთან ერთად არის დაფიქსირებული. მათი რომანის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის მარტში გახდა, წყვილმა ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
რაც შეეხება ახალ იმიჯს, ჰადსონი ერთადერთი არ არის, რომელიც თმას საკუთარი სურვილით შეელია. კარა დელევინმა მოკლე თმით ახალ ტრენდს დაუდო სათავე, ხოლო კრისტენ სტიუარტი ახალი იმიჯით საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩნდებოდა.