LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავგამოჩენილი მანჩინი: იტალიაში კარგი მწვრთნელი გამოავლინეს

109
Mancini Ct

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ენცო ბეარზოტის პრემიის მფლობელი გახდა.

54 წლის სპეციალისტის კონკურენტები იყვნენ ჯანპიერო გასპერინი (ატალანტა) და ჯენარო გატუზო (მილანი).

ენზო ბეარზოტის პრემია 2011 წელს დაფუძნდა და იმ მწვრთნელის სახელობისაა, რომელმაც იტალიას 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოაგებინა.

პრიზი გადაეცემა იტალიელ მწვრთნელს, რომელმაც თავი გამოიჩინა. ჟიურიში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ქვეყნის მსხვილი მედიასაშუალებების ჟურნალისტები შედიან.

წინა წლებში (2011 წლიდან) ჯილდოს მფლობელები გამხდარან: ჩეზარე პრანდელი, ვალტერ მაძარი, ვინჩენცო მონტელა, კარლო ანჩელოტი, მასიმილიანო ალეგრი, კლაუდიო რანიერი, მაურიციო სარი და ეუსებიო დი ფრანჩესკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები