LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავი დაგვანებეთ!” – ჯენა ორტეგა ჯონი დეპთან რომანის შესახებ ალაპარაკდა

224
Jenna-Ortega-and-Johnny-Depp-Relationship

ჯენა ორტეგამ იმ გახმაურებულ ჭორს უპასუხა, რომლის თანახმად ,,უენსდეი” ,,ჯეკ ბეღურას” ხვდება.

საქმე ისაა, რომ ინტერნეტი 21 წლის ამერიკელი მსახიობისა და მისი საკულტო 60 წლის კოლეგის, ჯონი დეპის რომანზე ალაპარაკდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის სხვაობა 40 წელია.

Netflix-ის კომედიურ საშინელებათა სერიალში ,,უენსდეი” მთავარი როლის შემსრულებელმა მოარულ ხმებს ღიმილით უპასუხა. მისი თქმით, ეს ისეთი სასაცილოა, რომ ვერც კი იცინის.

ახალგაზრდა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მათი გზები ამ დრომდე არც პირადად და არც გადასაღებ მოედანზე არ გადაკვეთილა.

,,გთხოვთ, შეწყვიტეთ ტყუილების გავრცელება და თავი დაგვანებეთ“, – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები