LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავდაყირა 2“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა

406
page

ანიმაციური ფილმის „თავდაყირა 2“– ის პრემიერა ივნისში შედგა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ გამოსვლიდან 6 კვირის შემდეგ, იგი ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა.

ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 1,46 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ მონაცემებით მან 2023 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმს „ბარბისაც“ კი გადაუსწრო, რომელმაც 1,45 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო.

შეგახსენებთ, „თავდაყირას“ პირველი ნაწილი ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები