LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავის ტკივილის 10 ყველაზე ხშირი მიზეზი

876
თავის ტკივილის 10 ყველაზე ხშირი მიზეზი

თავის ტკივილი დღეს მსოფლიოში ექიმთან მიმართვიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს უსიამოვნო სიმპტომი, ჩვენ 10 ძირითად მიზეზს გამოვყოფთ.

მიზეზებს შორის პირველი შაკიკია – ეს გახლავთ ძლიერი პულსირებადი ტკივილი, რომელიც ძლიერდება განათებაზე და ხმაზე, მას შესაძლოა ახლდეს გულისრევის შეგრძნებაც.

მეორე გახლავთ დაძაბულობის თავის ტკივილი – ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ხანგრძლივი დროის მანძილზე ერთ მდგომარეობაში ყოფნით, დაძაბულობით ან სტრესით.

კლასტერული თავის ტკივილი – ეს ტკივილი ძალიან ჰგავს შაკიკის სიმპტომებს, რომელიც შეიძლება საათების ან დღეების შემდეგ განმეორდეს.

მეოთხე მიზეზია სინუსიტი – სინუსების ანთება ან ინფექცია იწვევს ძლიერ ტკივილს შუბლის არეში და ასევე, ლოყების მიდამოში.

ჰორმონალური ცვლილებებით გამოწვეული ტკივილი – ეს შესაძლოა იყოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მენოპაუზის ეპიზოდი ან ორსულობა.

გლაუკომა – ეს გახლავთ თვალის წნევის მატება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი.

დეჰიდრატაცია – არასაკმარისი წყლის მიღება ასევე იწვევს თავის ტკივილს.

მიზეზებს შორის არის ძილის დეფიციტიც – არასაკმარისი ან ხანგრძლივი ძილი.

კოფეინისგან ან საკვებისგან გამოწვეული ტკივილი – აქ იგულისხმება არასწორი კვება და კოფეინის ჭარბი დოზით მიღება.

და ბოლოს, მიზეზი შესაძლოა გახდეს ტრავმა – თავის დაზიანება ან ტვინის შერყევა.

უნდა გაკეთდეს თუ არა ხშირი თავის ტკივილის დროს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია? – თამარ ანთიას პასუხი ხშირად დასმულ კითხვაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g