LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გაკეთდეს თუ არა ხშირი თავის ტკივილის დროს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია? – თამარ ანთიას პასუხი ხშირად დასმულ კითხვაზე

2528
თამარ ანთია

არის თუ არა თავის ტკივილი შფოთვის საფუძველი და რას გვაძლევს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება? ამ კითხვას გადაცემაში „სტუმრად ექიმთან”, „ამერიკული ჰოსპიტალის“ ნეირორადიოლოგმა თამარ ანთიამ უპასუხა.

„რაც შეეხება სიმპტომებს და ჩივილებს, რა თქმა უნდა, ტკივილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შემაწუხებელი სიმპტომია, მაგრამ თავის შემთხვევაში, ტკივილის ჩვენ ნაკლებად გვეშინია, რადგან ხანგრძლივი, დროში გაჭიმული თავის ტკივილი, არ არის აუცილებელი, რომ რაღაც პათოლოგიასთან იყოს ასოცირებული.

ნევროლოგიაში და ნეიროანატომიაში ყველა უბანი, უჯრედი რაღაც ფუნქციასთან არის დაკავშირებული და ამ ფუნქციის ამოვარდნა და რღვევა როდესაც მიდის, ექიმმა განგაში უნდა ატეხოს. ამ შემთხვევაში, იგულისხმება – მეტყველების გაუარესება, ხელ-ფეხის დაბუჟება და სისუსტე, კრუნჩხვითი მოვლენები, მხედველობის გაუარესება, სმენის დაქვეითება.

ისევ თავის ტკივილის რომ დავუბრუნდეთ, პაციენტები ძალიან ხშირად მოგვმართავენ თავის ტკივილით, რა დროსაც ჩვენ შეიძლება, რომ ამ თავის ტკივილის ანატომიური მიზეზი ვერც ვნახოთ, მაგრამ ამ კვლევის ჩატარება პაციენტისთვის გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტიცაა, რადგან როდესაც ის იგებს, რომ მისი თავის ტვინი დაავადებისგან თავისუფალია და იქ არაფერი უბედურება არ ხდება, ის უფრო მშვიდდება, რაც წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი ნაწილია. ამის შემდეგ,  პაციენტი უკვე ნევროლოგს მიმართავს  და ამ ტკივილს უკვე თავისი კლინიკური სახელი ერქმევა და პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ენიშნება. პათოლოგიის გამოსარიცხად, MRI, რა თქმა უნდა, შეუცვლელია” – განაცხადა თამარ ანთიამ.

რა დროს ინიშნება მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და რატომ არის ის სრულიად უსაფრთხო – თამარ ანთიას რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები