გერმანიის სამთავრობო დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნებს შეხვდა.დელეგაციას გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრაციის, ლტოლვილთა და დაბრუნების პოლიტიკის შტაბის უფროსი ქრისტიან კლოსი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის მიზანი ევროზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.
გერმანიის ლტოლვილთა და დაბრუნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქრისტიან კლოსი ამბობს, რომ თავისუფალი მიმოსვლა შენარჩუნდება და თბილისში გამართულ მოლაპარაკებებზე საუბარი ეხებოდა, როგორ უნდა შეაჩეროს საქართველომ თავშესაფრის მაძიებელთა ევროკავშირში შესვლა.გერმანიის ლტოლვილთა და დაბრუნების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინტერვიუ კი გიორგი გახარიას პრესსამსახურმა გაავრცელა.
„თავისუფალი მიმოსვლა შენარჩუნდება. ჩვენ გვაქვს საშუალებები, რომ ხელი შევუშალოთ იმ ხალხს, ვინც არღვევს უვიზო მიმოსვლის პირობებს და ითხოვს თავშესაფარს გერმანიაში,“ – განაცხადა ქრისტიან კლოსიმ.