თავისუფალი უნივერსიტეტის MACS[E]-ის სკოლის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი, დათო ჩეჩელაშვილი სექტემბრიდან ამაზონში დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
ამავე ცნობებით, დათო ამაზონის ბერლინის ოფისს Software Development Engineer-ის პოზიციაზე შეუერთდება.
“მას შემოთავაზება ამაზონის ლუქსემბურგის ოფისიდანაც ჰქონდა, თუმცა ბერლინის ოფისი აირჩია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.