„თავისუფლება მიშას“ – ამ მოთხოვნით ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო მარშს აწყობენ და საკონსტიტუციო სასამართლოსკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული ადამიანები რეჟიმის პატიმრები არიან. ისინი დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
მსვლელობის გამო რუსთაველის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“