LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში” – ნინო გოგუაძის გამოსვლა აქციაზე “სირცხვილია”

185
70171352-764165427371128-8977592095254511616-n

აქცია ,,სირცხვილია”, რომელიც  საზაფხულო რეჟიმის გამო,დღემდე მხოლოდ გადაცემის ფორმატში მიმდინარეობდა, შვიდი საათიდან საპროტესტო აქციით განახლდა.

აქციის მონაწილეები იმ მინისტრის დაწინაურებას აპროტესტებენ, რომლის გადადგომასაც 76 დღე ითხოვდნენ. აქცია ,,სირცხვილიას” მონაწილეებს სიტყვით მიმართა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძემ.

,,მე თავისუფალი დემოკრატი ვარ და მჯერა, რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაშია არაფერია. თავისუფლების მოპოვება და შენარჩუნება წარმოადგენს მთავარ პასუხისმგებლობას. 20 ივნისის ღამეს იმიტომ გვესროლეს, რომ თქვენ მთავარ საქმედ გადაქციეთ სწორედ საქართველოს თავისუფლების დაცვა. მათ ძალიან შეეშინდათ ჩვენი და ყველაფერს ცდილობენ, რომ წაგართვან ის რაც, მათ არ გააჩნიათ, თავისუფლება და ღირსება….

ჩვენ ვეუბნებით ბიძინა ივანიშვილს, რომ მივიღეთ ეს გამოწვევა და ეს ქვეყნა ჩვენია. აქ ვცხოვრობთ და არსად წასვლას არ ვაპირებთ ჩვენ. აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა იცხოვროს თავისი შეხედულების და  არჩევანის შესაბამისად”

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძის ადგილას მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილიმა გიორგი გახარია წარადგინა, ხოლო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებად -ვახტანგ გომელაური და ირაკლი ღარიბაშვილი. აქცია “სირცხვილიას” ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

რულოსვი: ,,ივანიშვილს მალე მოიშორებენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რუსეთი არ ხუმრობს”

უტვინო და ნაძირალაა მთავრობის ის წევრი, ვინც პარალელებს ძველ ხელისუფლებასთან ავლებს – უგულავა

 

 

 

ვიდეო: ნეტგაზეთი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g