LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უტვინო და ნაძირალაა მთავრობის ის წევრი, ვინც პარალელებს ძველ ხელისუფლებასთან ავლებს – უგულავა

281
69589009-483065179199348-6766957829409472512-n

,,ხელისუფლების ის წარმომადგენელი, რომლებიც დღეს პარალელებს ავლებს არის ჩვეულებრივი ნაძირალა, უსინდისო და ამავე დროს უტვინო”- ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ ხელისუფლებისა და მათი მხარდამჭერების კრიტიკას ტელეკომპანია პირველის ეთერში.

წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ უგულავას შეახსენა, რომ საზოგადოებას მძიმე დარბევის შემდეგ ნანახი აქვს, როგორ გახდა მისი ამჟამინდელი თუ ყოფილი თანაგუნდელი პრემიერ-მინისტრი, სწორედ ამის გამო, განუმარტა, რომ დღეს აქტუალური თემა იყო ნაციონალური მოძრაობის დროინდელი შეცდომების განხილვა.

უგულავამ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ დაშვებული შეცდომების გამო პოლიტიკური ფასი უკვე გადაიხადა.

,,სრული უსუსურობაა პარალელების გავლება, იმიტომ კი არა რომ პარალელი შეიძლება არ არსებობდეს, უსუსურობაა იმიტომ, რომ დღეს 2019 წელია. 2011 წლის იქნება ეს, თუ სხვა პრობლემების გამო წინა მთავრობამ პოლიტიკური ფასი გადაიხადა და ბევრმა არა მარტო პოლიტიკური.

ახალ მთავრობას ხალხი იმიტომ ირჩევს, რომ მოლოდინი აქვს რაიმეთი მაინც უკეთესი იქნება. ხელისუფლების ის წარმომადგენელი, რომლებიც დღეს პარალელებს ავლებს არის ჩვეულებრივი ნაძირალა, უსინდისო და ამავე დროს უტვინო. იმიტომ, რომ დღეს არის 2019 წელი და ეს ხელისუფლება 7 წელია იმიტომ არსებობს, რომ რამეში მაინც უკეთესი ყოფილიყო. “- განაცხადა უგულავამ

ამ წუთებში პარლამენტთან იმ მინისტრის დაწინაურებას აპროტესტებენ, რომლის გადადგომასაც 76 დღე ითხოვდნენ.  აქცია – “სირცხვილიას” მოქალაქეებთან ერთად, ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,ევროპული საქართველოს” წამროამდგენლებიც შუერთდნენ. კამპანია „სირცხვილიას“ ფარგლებში  აქცია იმართება ბათუმშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები