„ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაცეებს ხვდები, შემდეგ აღმოაჩენ, რომ ეს შენს იდენტობაზე თავდასხმაა, თავს დაუცველად გრძნობ და მსხვერპლი ხდები“, – გვენ სტეფანი სიმღერაში “Just A Girl” ჩამალული ფემინისტური მესიჯების შესახებ საუბრობს.
მუსიკოსი გადაცემას “The View” სტუმრობდა, მან პროექტ “The Voice”-ში დაბრუნებაზეც ისაუბრეს, სადაც ვარსკვლავი მეგობარ ბიჭთან, ბლეიკ შელტონთან ერთად მონაწილეობს.
“შოუს მთავარი ხიბლი ბუნებრიობაა, აქ მონაწიელობენ ადამიენები, რომლებსაც რეალური ოცნებები აქვთ.”-აცხადებს ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, როკ-ჯგუფ No Doubt-ის ყოფილი ვოკალისტი გვენ სტეფანი