ბოლო დროს ბიონსე ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს. თაყვანისმცემლები კი, რომლებსაც ორსული მომღერლის ვიზუალი ეუცნაურათ, განაცხადეს, რომ ვარსკვლავმა კონტურული პლასტიკა გაიკეთა.
მოგვიანებით, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ბიონსეს წარმომადგენელმა გააკეთა: „რა იცით იმ პროცესებზე, რაც ქალის სხეულში ორსულობის დროს ხდება? იცით, რომ მატულობს წონა, იცვლება სისხლის შემადგენლობა, მატულობს სითხის რაოდენობა, რაც შესიებას იწვევს? იცით, რომ ქუთუთოებიც კი სივდება?სიჩუმეს ვინარჩუნებდი ბიონსეს პირველი ორსულობისას, როდესაც იძახდნენ, თითქოს მას ხელოვნური მუცელი ჰქონდა. ეს ადამიანი საკუთარი სხეულით მსხვერპლს წირავს, რათა ქვეყანას ახალი სიცოცხლეები მოავლინოს, რომლებიც მომავალში თქვენს ნეგატივს უნდა გაუმკლავდნენ“ – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ბიონსე და ჯეი ზი უკვე ზრდიან 5 წლის ქალიშვილს. უახლოეს მომავალში კი მათი ოჯახი ორი ახალი წევრით გაიზრდება. ფოტოები