დედაქალაქში ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემა ამოქმედდება. საკითხზე დღეს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ვადიანი სამგზავრო აბონემენტები იქნება ერთკვირიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი. აღსანიშნავია, რომ ვადიანი აბონემენტები მომავალი წლიდან ამოქმედდება.
როგორც იცით, ამჟამად, დედაქალაქში მოქმედებს ერთიანი გადახდის სისტემა. საათ-ნახევრის განმავლობაში, ერთი გადახდის პრინციპით შესაძლებელია გადაადგილება მეტროთი, ავტობუსითა და ლურჯი მიკროავტობუსით.