LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი ცენტრალში“ 10%-დან 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო

882

სასტუმრო ”თბილისი ცენტრალი” საკუთარ ვიზიტორებს 10%-დან 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს მენეჯმენტიდან აცნობეს, ფასდაკლებები ვრცელდება პარტნიორ კომპანიებთან კვების ობიექტებსა და მედიცინის ცენტრებში.

”გარდა ამისა, დავნერგეთ სიახლე -ე.წ დღის შეთავაზება. ანუ ყოველ დღე, ან ნომერზე, ან ტრანსფერზე, ან ლანჩ-მენიუზე იქნება დაბალი ფასები”, – აღნიშნეს ”თბილისი ცენტრალში”.

მათივე ინფორმაციით, სასტუმრო დამატებით სერვისად სტუმრებს სთავაზობს ტრანსფერსა და  ტურებს საქართველოს გარშემო.

სასტუმრო  „თბილისი ცენტრალი“  მდებარეობს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ V და VI სართულებზე.  სასტუმრო მოიცავს 58 ნომერს – ორადგილიან, სამადგილიან , ოთხადგილიან და საოჯახო ოთახებს. ნომრების ღირებულება იწყება 95 ლარიდან,  ფასში შედის საუზმეც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები