თბილისი ცენტრალში განთავსებულ „ოქროს ბირჟის“ 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თბილისი ცენტრალის დირექტორის ეთერ ყიფიანის ინფორმაციით, პირველი ინფიცირებული თანამშრომლის ინფიცირების წყარო ოჯახი იყო.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ოქროს ბირჟა“ ორი კვირით აჩერებს მუშაობას.