LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ოქროს სამკაულებს ყველაზე ხშირად ტურისტები ყიდულობენ – საიდან იწყება 1 გრამი ოქროს ღირებულება

644
oqro

ამ ეტაპზე, ოქროს სამკაულებს ყველაზე ხშირად ტურისტები ყიდულობენ. მათი ნაწილი როგორც ადგილობრივად დამზადებული, ისე – იტალიიდან იმპორტირებული ოქროთი ინტერესდება, – ამის შესახებ BMG-ის „ოქროს კიდობანში“ განუცხადეს. მათივე განმარტებით, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც არ არის მსყიდველუნარიანი, ამიტომ ძირითადად, გათვლა ტურისტებზე აქვთ.

„კოვიდპანდემიის დროს ვირუსის გავრცელების მხრივ დიდი პრობლემები იყო, მოსახლეობასაც არ ჰქონდა შეძენის შესაძლებლობა, ხშირად ვიყავით დაკეტილი,” – განუცხადა BMG-ის “ოქროს ბირჟის” დილერმა ნანა ფიფიამ.

დილერები ამბობენ, რომ ადგილობრივად დამზადებული 1 გრამი ოქროს ღირებულება 130 ლარიდან იწყება, ბაჯაღლოსი კი – 190 ლარიდან.

შეგახსენებთ, გლობალურად – ძვირფას ლითონზე ფასმა ყველაზე მეტად პანდემიის დროს მოიმატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები