წუხელ „მანჩესტერმა“ და „რეალმა“ მაკედონიის დედაქალქში, სკოპიეში ითამაშეს. „ფილიპ II” 36 400 მაყურებელზეა გათვლილი.
სანამ ხმები დადის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ოკეანეს გადაკვეთს და ნიუ-იორკში წავა, სუპერთასი რჩება იმ ქვეყნების ფინალად, რომლებიც ტოპ მატჩებს არ არიან მიჩვეულები. 2018 წელს ფინალი ტალინის 15 ათასიან „ლე კოკ არენაზეა“ დაგეგმილი.